საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბაიდენმა საფრანგეთს ზურგში ლახვარი ჩასცა და ტრამპის მსგავსად მოიქცა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბაიდენმა საფრანგეთს ზურგში ლახვარი ჩასცა და ტრამპის მსგავსად მოიქცა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული „უსაფრთხოების პაქტი“ გააკრიტიკა. როგორც ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტმა „ზურგში ლახვარი ჩასცა საფრანგეთს და ტრამპის მსგავსად მოიქცა“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ გააფორმეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტი, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ავსტრალიას წვდომა ექნება ამერიკულ ბირთვულ წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიასთან. შესაბამისად, ავსტრალია გაწყვეტს ფრანგული წყალქვეშა ნავების შექმნის შესახებ პარიზთან გაფორმებულ კონტრაქტს, რომლის ღირებულება 40 მილიარდს აღწევს.

„ეს არის სასტიკი, ცალმხრივი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება, რომელიც მაგონებს ტრამპის ქცევას. ეს ნდობას არღვევს და მე ძალიან გაბრაზებული ვარ“ – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.