საფრანგეთიდან ჩამსვლელებს ​დიდ ბრიტანეთში შესვლისას კარანტინის გავლა არ მოუწევთ
საფრანგეთიდან ჩამსვლელებს ​დიდ ბრიტანეთში შესვლისას კარანტინის გავლა არ მოუწევთ

საფრანგეთიდან მიმავალი მგზავრებისთვის დიდი ბრიტანეთი გამონაკლისს დაუშვებს და მათ 14 დღიანი კარანტინის გავლას არ დაავალდებულებს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩავა, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთო განცხადებისას დაადასტურეს, რომ ბრიტანეთის ახალი რეგულაციები საფრანგეთიდან მიმავალ მგზავრებს არ შეეხებოდა.

ორ ქვეყანას შორის 1994 წლიდან მატარებელი მოძრაობს, რომელიც მსოფლიოს ყველზე გრძელი წყალქვეშა გვირაბის მეშვეობით საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს აკავშირებს. როგორც მარკონი და ჯონსონის ამბობენ, ორივე ქვეყანაში ამ საკითხის დეტალურად შესასწავლად სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.