საბინე მახლი - ყურადღება უნდა გავამახვილოთ, როგორ მივაღწიოთ გაერო-ს 2030-ის დღის წესრიგს, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მიმართულება, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები
საბინე მახლი - ყურადღება უნდა გავამახვილოთ, როგორ მივაღწიოთ გაერო-ს 2030-ის დღის წესრიგს, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მიმართულება, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები

გაერო ცდილობს, საქართველოს წინსვლისთვის ყველა მიმართულებით დაეხმაროს, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე განსაკუთრებული ყურადღება, სხვადასხვა მიმართულება, სადაც შეგვიძლია ქვეყნის დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საბინე მახლმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ს საქართველოსთან აქვს თანამშრომლობის ჩარჩო და მდგრადი განვითარების მიზნები.

„გაერო ცდილობს, საქართველოს ყველა მიმართულებით დაეხმაროს. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ჩარჩო საქართველოსთან, მდგრადი განვითარების მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე განსაკუთრებული ყურადღება, სხვადასხვა მიმართულება, სადაც შეგვიძლია საქართველოს დახმარება. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ, როგორ მივაღწიოთ გაერო-ს 2030-ის დღის წესრიგს. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მიმართულება, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საბინე მახლმა.