საბერძნეთში დღეიდან კაფეები და რესტორნები გაიხსნა
საბერძნეთში დღეიდან კაფეები და რესტორნები გაიხსნა

საბერძნეთში დღეიდან კაფეები და რესტორნები გაიხსნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, რესტორნებსა და კაფეებში მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია, თანამშრომლები კი, ვალდებულები არიან, პირბადეები ატარონ.

გასული წლის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საბერძნეთს 34 მილიონი ტურისტი ეწვია, რითაც ბიუჯეტში 19 მილიარდი ევრო შევიდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 2 900 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 171 ადამიანი.