საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში ისევ შეუცვლელად ითამაშა - „ემპოლიმ“ „ფიორენტინასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში ისევ შეუცვლელად ითამაშა - „ემპოლიმ“ „ფიორენტინასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა „ემპოლის“ ფორმით, რომელიც საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებული 20 წლის მცველი ისევ „ლურჯების“ ძირითად შემადგენლობაში იყო, საიმედოდ გამოიყურებოდა და შეუცვლელად ითამაშა. მისი თანაგუნდელი საბა საზონოვი კი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, მოედანს სეზონის ბოლოს თუ დაბრუნდება.

იტალიის ჩემპიონატში მე-6 ტურის დაპირისპირებამდე „ემპოლი“ ლიდერებში იყო და მოგებით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ დაეწეოდა. მაგრამ ქართველი მცველების გუნდი ფრეს დასჯერდა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.

დღესვე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ 22:45 საათზე „მონცას“ დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში, ლიდერი გახდება.