საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებისას დაშავებული 60 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა კახა ნურალიძემ განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტს გულმკერდისა და თავის არე აქვს დაზიანებული. მედიკოსი ვარაუდობს, რომ მშენებელს დეტონატორი (ასაფეთქებელი ნივთიერება) ჯიბეში ედო.

„პაციენტს თავზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ უკიდურესად მძიმეა“, – განაცხადა ნურალიძემ.