სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - მიხეილი, რომელიც ვნახე უკრაინაში და, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, მორალურად ორი სხვადასხვა ადამიანია
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - მიხეილი, რომელიც ვნახე უკრაინაში და, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, მორალურად ორი სხვადასხვა ადამიანია

გულწრფელად გეტყვით, ის მიხეილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანები არიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, არ არის დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას შეძლებს.

ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მოვლენებს, რაც სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში მოხდა, უკვალოდ არ ჩაუვლია და მას რეაბილიტაცია სჭირდება.

„მე ასე მეჩვენება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან, ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლოს ვნახე უკრაინაში, და ეს, რომელსაც მე შევხვდი დღეს, ფიზიკურად ერთი და იგივე ადამიანია, თუმცა მორალურად სხვადასხვა ადამიანები არიან. შეიძლება ახლა არაპოპულარული რამ ვთქვა, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, იმის მიუხედავად, რომ არიან ადვოკატები, დამცველები. დარწმუნებული ვარ, იმ მოვლენებს, რაც მოხდა შიმშილობის პერიოდში, ნამდვილად უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩემი ღრმა რწმენით, მიხეილ სააკაშვილს დღეს სჭირდება სულ მცირე რეაბილიტაცია. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ჰოსპიტალში ყველაფერი აუცილებლის უზრუნველყოფა, თუმცა ფაქტია, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას“, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.