რუსთაველის გამზირი კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ [ფოტო]

შუაღამეს ქვეყანაში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეებმა სხვადასხვა ფორმით აღნიშნეს ეს მოვლენა. მათ შორის, იყო ფოიერვერკებიც. ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ავტომობილები და ფეხით მოსეირნეები. საქართველოს პირველი არხის ფოტოკორესპონდენტმა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე არსებული ვითარება დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან საქართველოში ასევე დარჩა სხვადასხვა სახის შეზღუდვები.