რუსეთის საგარეო უწყება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ხშირად არღვევენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს
რუსეთის საგარეო უწყება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ხშირად არღვევენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში „რუსეთის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედებების შესახებ შენიშვნები გამოთქვეს“.

ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ხშირად არღვევენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს“.

„ეს ბოლო სამის თვის განმავლობაში ხუთჯერ დაფიქსირდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე „ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდეს, პატივი სცენ კავკასიის რესპუბლიკების საზღვრებს“.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი.