რუსეთის ძალები გასულ ღამეს უკრაინას მართვადი საავიაციო რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დაესხნენ თავს
რუსეთის ძალები გასულ ღამეს უკრაინას მართვადი საავიაციო რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დაესხნენ თავს

რუსეთის საოკუპაციო ძალები გასულ ღამეს უკრაინას მართვადი საავიაციო რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დაესხნენ თავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძლების ინფორმაციით, უპილოტო აპარატების მთავარი სამიზნე დნეპროპეტროვსკის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

უკრაინის არმიამ დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის რეგიონებში 14 აპარატიდან ცხრა ჩამოგდო. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის არმიას შორის ფრონტზე 77 სამხედრო შეტაკება მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით რთული ვითარება ავდეევკაშია.