რუსეთი უკრაინას 53 „შაჰედით“ და ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა რაკეტისა და 48 დრონის ჩამოგდება მოახერხეს
რუსეთი უკრაინას 53 „შაჰედით“ და ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა რაკეტისა და 48 დრონის ჩამოგდება მოახერხეს

ღამით რუსეთი უკრაინას 53 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით დაესხა თავს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა რაკეტისა და 48 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

რუსეთმა თავდასხმა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და ხმელნიცკის რეგიონებზე განახორციელა.

საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის რეგიონის ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.