რობერტ კენედი უმცროსი - მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ 113 მილიარდი მიემართება არა უკრაინაში, არამედ თავდაცვის ამერიკელი მწარმოებლებისკენ, მან აღიარა, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა
რობერტ კენედი უმცროსი - მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ 113 მილიარდი მიემართება არა უკრაინაში, არამედ თავდაცვის ამერიკელი მწარმოებლებისკენ, მან აღიარა, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა

მიჩ მაკკონელს ჰკითხეს, ნამდვილად გვაქვს საშუალება, რომ დავხარჯოთ 113 მილიარდი დოლარი უკრაინაში?, მან თქვა: „ნუ ნერვიულობთ. ის ნამდვილად არ მიდის უკრაინაში. ის მიემართება ამერიკული თავდაცვის მწარმოებლებისკენ“. მან აღიარა, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა და როგორ ფიქრობთ, ვინ ფლობს თითოეულ ამ კომპანიას? დიახ, „ბლექროკი“ (BlackRock), – ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინისთვის გაცემულ თანხას სესხი დაარქვეს, რათა შეძლონ, რომ პირობები დააწესონ.

როგორც კენედიმ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ უკრაინამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა გადასცეს მულტინაციონალურ კომპანიებს, რომლებსაც, თავის მხრივ, ცნობილი კომპანია „ბლექროკი“ ფლობს.

„ტიმ სკოტმა რესპუბლიკელების დებატების დროს თქვა: „არ ინერვიულოთ, ეს არ არის საჩუქარი უკრაინისთვის. ეს არის სესხი“. ფიქრობთ, რომ ეს სესხი ოდესმე დაბრუნდება? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რატომ ეძახიან მას სესხს? იმიტომ, რომ თუკი ისინი ამას სესხს დაარქმევენ, მაშინ შეეძლებათ, სესხის პირობები დააწესონ. პირველი, უკიდურესად მკაცრი პროგრამა: თუ უკრაინაში ღარიბი ხარ, სამუდამოდ ღარიბი იქნები. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი – უკრაინამ უნდა გასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი თავისი აქტივები მულტინაციონალურ კორპორაციებზე, მათ შორის, მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწა, ყველაზე დიდი აქტივი ევროპასა და უკრაინაში. ათასი წელია, ომი მიმდინარეობს ამ მიწის გამო. ეს არის ყველაზე მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მსოფლიოში, ეს ევროპის პურის კალათაა. თითქმის 500 000 უკრაინელი ბავშვი – დაიღუპა იმისთვის, რომ ეს მიწა უკრაინის შემადგენლობაში ყოფილიყო. მათ თითქმის არ იცოდნენ ამ სესხის პირობის შესახებ. უკვე გაყიდეს ამ მიწის 30 პროცენტი. მყიდველები იყვნენ Dupont, Cargill და Monsanto. როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის ყველა ეს კომპანია? – დიახ, „ბლექროკს“. შემდეგ კი, დეკემბერში, პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფორმა კონტრაქტი უკრაინის აღდგენის შესახებ და როგორ ფიქრობთ, ვინ გააფორმა ეს კონტრაქტი? „ბლექროკმა“, – განაცხადა რობერტ კენედიმ.