რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ისინი მართვითი სუნთქვიდან მოიხსნენ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ისინი მართვითი სუნთქვიდან მოიხსნენ

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ორი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რომლებიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის კლინიკაში არის 50 პაციენტი. მათგან კორონავირუსით ინფიცირებულია ორი.

„ამ 50-დან ორი არის კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ეს პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა, ერთი სასიხარულო ფაქტი აღვნიშნო, რომ ეს ორი პაციენტი აღარ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და იმყოფება მხოლოდ ვენტილაციაზე. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია, რადგან, ასე ვთქვათ, გამოვიდნენ მდგომარეობიდან. რაც შეეხება ჩვენთან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს, ასეთი ახალი პაციენტი ამჯერად არ გვყავს. ვფიქრობთ, დაახლოებით 20 პაციენტი გაიტესტება. პასუხი გვეცოდინება დღის ბოლოს. რაც შეეხება გუშინდელ გატესტილს, არც ერთი არ აღმოჩნდა დადებითი. კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გადის მკურნალობას“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.