რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის დაწყება
რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის დაწყება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა, გიორგი გორგასლიძემ პრესკონფერენცია გამართა და ქართულ რაგბში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა, არჩევნების ჩატარება კი  დეკემბერში იგეგმება.

გიორგი გორგასლიძე: „დიდი თანადგომა გვაქვს სახელმწიფოს  მხრიდან და გავდივართ მუდმივ კონსულტაციებს. მომავალ კვირას გადაწყდება ფინანსური პრობლემები. ჯერჯერობით, სისტემაზე ჩამოყალიბებულები არ ვართ და არ არის დაზუსტებული, როგორ გაიმართება არჩევნები.

ჩვენი მთავარი მიზანი არის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის დაწყება: პირველი ლიგა, რეგიონალური ლიგა, ჭაბუკთა ლიგები. ამაზე ვმუშაობთ.

შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, წევრები იქნებიან გამგეობიდან და რაგბის ოჯახიდან. ამ საბჭოში ასევე იქნებიან სამინისტროს წარმომადგენლებიც“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა აღნიშნა, რომ 24 ან 25 სექტემბერს შოტლანდიას ვეთამაშებით  და ეს თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა რუსეთის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩის საკითხი ჯერ კიდევ არ გარკვეულა.