რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ქუჩებს დეზინფექცია უტარდება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ქუჩებს დეზინფექცია უტარდება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ონისა და ამბროლაურის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება მიმდინარეობს.

სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არის ჩართული.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ-19“ შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ამასთან, რეგიონში კარანტინსა და თვითიზოლაციაში არც ერთი პირი არ იმყოფება.