ქუთაისში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვენ
ქუთაისში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვენ

ქუთაისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვენ.

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილები ხელისუფლებას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების დაჩქარებას თხოვენ.

„1991-1992 წლების მოვლენები კანონიერი ხელისუფლების დამხობად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, თაროზე არ იქნეს შემოდებული გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მასალები“, – განუცხადა პირველ არხს აქციის მონაწილემ, ომარ ნიშნიანიძემ.

ამასთან, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ. როგორც ცოტნე გამსახურდია აცხადებს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადდა.