ქუთაისში სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
ქუთაისში სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ქუთაისში სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, თანამშრომელს ტესტირება გუშინ ჩაუტარდა და პასუხი დადებითია.

ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ვარაუდობენ, რომ „ვენდისში“ კორონავირუსი ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებისგან გავრცელდა.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.