ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 13-ვე ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 13-ვე ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისივე თქმით, ახალი კოვინფიცირებულებიდან ინფექციურში 13 პაციენტი შეიყვანეს და ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს კლინიკაში 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში, 30 კოვიდინფცირებული გვყავს. ახალი პაციენტებიდან რვა ქუთაისის, ხუთი ცაგერის კლასტერს უკავშირდება. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის კლინიკაში 14 ბავშვი და 16 მოზრდილი მკურნალობს“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კვლავ კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდა.