ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, კლინიკას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტის მიღება შეუძლია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, კლინიკას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტის მიღება შეუძლია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. როგორც საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტის მიღება შეუძლია, რადგან კლინიკას კოვიდსაწოლები 18 ადგილზე აქვს გათვალისწინებული.

„უმეტესობა ითვლება საშუალო სიმძიმის პაციენტად. ასევ გვყავს სამი თვის ჩვილი რამდენიმე არასრულწლოვანთან ერთად. ჩვილის მდგომარეობა არის მსუბუქი სიმძიმის. 17-ივე პაციენტში მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. ამ ეტაპზე გართულებული არც ერთი არა გვყავს.

ჩვენს კლინიკაში გვაქვს ერთი ადგილი. შესაბამისად, თუ იქნება მოთხოვნა, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტის მიღება შეგვიძლია. 18 ადგილზე აქვს ჩვენს კლინიკას კოვიდსაწოლები გათვალისწინებული. შესაბამისად ერთი ადგილი გვაქვს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნოდარ მაღლაფერიძემ.