ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა
ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა

ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, არსებული მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საზღვაო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მაშველებმა 13 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაკარგულია კიდევ შვიდი
მეზღვაური.

წინასწარი ინფორმაციით, ორივე გემის ბორტზე სულ ეკიპაჟის 31 წევრი იმყოფებოდა. ისინი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

ორივე ტანკერი ტანზანიის დროშის ქვეშ მიცურავდა. წინასწარი ცნობით, ერთი ხომალდიდან მეორისთვის საწვავის გადაცემის დროს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამო მეზღვაურები ზღვაში გადახტნენ.