ქართველი მოცურავეების წარმატება სლოვაკეთში
ქართველი მოცურავეების წარმატება სლოვაკეთში

21-22 დეკემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ქართულმა დელეგაციამ წარმატებულად იასპარეზა. ჩვენმა მოცურავეებმა ჯამში 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს. ყველაზე წარმატებულად თემო კობახიძემ იასპარეზა, რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე მან ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა. საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში, 3 ოქროს მედალი ნოე ფანცხავამაც მოიპოვა.

ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოება ოთხი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ხდებოდა.

წყარო – საქართველოს მოცურავეთა კლუბი