„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება [ვიდეო]

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს კადრებს პოლიტსაბჭოს სხდომიდან, რომელსაც პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთ პარტიულ თანამდებობაზე ბრუნდება.