პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. პრემიერის ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში 10:00 საათზეა დანიშნული.

ბრიფინგის თემა არ კონკრეტდება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი განცხადებას გააკეთებს მთავრობაში საკადრო ცვლილების შესახებ, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თანამდებობის დატოვებას შეეხება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2012 წლის 1-ელი ნოემბრიდან მუშაობს.