პოლონური მედიის ცნობით, უკრაინული მხარე ცდილობს მოლაპარაკებების წარმართვას, რომ პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში მალე ჩავიდეს
პოლონური მედიის ცნობით, უკრაინული მხარე ცდილობს მოლაპარაკებების წარმართვას, რომ პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში მალე ჩავიდეს

პოლონური მედიის ცნობით, უკრაინული მხარე ცდილობს მოლაპარაკებების წარმართვას, რომ პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტის ფარგლებში მალე ჩავიდეს.

როგორც მედია წერს, უკრაინულ მხარეს სურს ვიზიტის ორგანიზება იმის მიუხედავად, გაიმართება თუ არა შეხვედრა ტუსკსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ბრიუსელში მიმდინარე კვირას, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი ჩატარდება.

მანამდე დონალდ ტუსკმა ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა, რომ მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, ბრიუსელში მოხდება, თუმცა ტუსკთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ მისი შეხვედრა ზელენსკისთან ჯერ არ დადასტურებულა.