პოლიცია უშვებს ვარიანტს, რომ ემილიანო სალა და პილოტი გადარჩნენ
პოლიცია უშვებს ვარიანტს, რომ ემილიანო სალა და პილოტი გადარჩნენ

გერნსის პოლიციამ, რომელიც „კარდიფ“სიტის” ახალბედას ემილიანო სალას დაკარგულ თვითმფრინავს ეძებს, სიტუაციის ოთხი სავარაუდო შედეგის შესახებ გამოაცხადა.

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც „ნანტიდან“ „კარდიფში“ სამი დღის წინ გადავიდა, ორშაბათს საფრანგეთიდან უელსში უნდა ჩაფრენილიყო. მაგრამ კერძო თვითმფრინავი, რომელშიც სალა იჯდა, ლა მანშის სრუტის გადაფრენისას, რადარების ეკრანებიდან გაქრა. სამაშველო ოპერაციები, ჯერჯერობით, წარუმატებლად მიმდინარეობს.

„ვაგრძელებთ ძიებას ოთხ სავარაუდო შედეგზე დაფუძნებით –

1. ისინი სადღაც დაეშვნენ, მაგრამ კავშირზე არ გამოდიან;

2. ისინი წყალში ჩავარდნენ და გემმა აიყვანა, მაგრამ კავშირზე არ გამოდიან;

3. ისინი წყალში ჩავარდნენ და გამოიყენეს გასაბერი ნავი, რომელიც, როგორც ჩვენ ვიცით, თვითმფრინავში ჰქონდათ;

4. თვითმფრინავი მგზავრებთან ერთად ჩაიძირა. ძიებისას, პრიორიტეტს ვანიჭებთ მაშველი ნავის ვარიანტს. გაცნობებთ, როგორც კი ახალი ინფორმაცია იქნება“, – წერია პოლიციის განცხადებაში.