პირველი არხის განცხადება - გადაცემა „არჩევნები 2018“ დღეს, 23 ნოემბერს ეთერში არ გავა
პირველი არხის განცხადება - გადაცემა „არჩევნები 2018“ დღეს, 23 ნოემბერს ეთერში არ გავა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პირველმა არხმა პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა.

გრიგოლ ვაშაძემ უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. ვინაიდან, გადაცემაში მხოლოდ ერთი კანდიდატის მოწვევა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, გადაცემა „არჩევნები 2018“ დღეს, 23 ნოემბერს ეთერში არ გავა.