პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი 14 წლისაა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი 14 წლისაა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 71 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 53 კორონავირუსით ინფიცირებულია, ხოლო ორი დღეს გაეწერა.

ამასთან, კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კოვიდ19-ის ინფექციით ორი ახალი პაციენტი მიიღეს, მათ შორის ერთი 14 წლის ასაკისაა.

„მივიღეთ ორი ახალი პაციენტი, ერთი ბავშვი, 14 წლის. ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგად მოზრდილთან გამოვლენილია სასუნთქ გზებთან დაკავშირებული კლინიკური გამოვლინება. ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა და მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში“ , – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მყოფ პაციენტებს, რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.

„53-დან 27 გვყავს კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული მწვავე პნევმონიით. გაგზავნილია რამდენიმე ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხებს. დანარჩენი ცვლილება დინამიკის გარეშეა“ , – აღნიშნა რატიანმა.