პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედროების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედროების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთმა ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ სამხედროების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა.

„უკრაინა იღებს ზომებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მასშტაბურ შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე.  გვაქვს ინფორმაცია რუსეთის მიერ სამხედროების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ, უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ოკუპირებულ ყირიმში. სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გამოყენებული იქნება ყველა ის შესაძლებლობა რასაც საომარი მდგომაროება აძლევს უკრაინის მთავრობას“, – განაცხადა პოროშენკომ.

მისი თქმით, საომარი მდგომარეობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უკრაინის 10 რეგიონში გამოცხადდა. ასევე, იგეგმება ჭვრთნების ჩატარებად და უკრაინული დანაყოფების დისლოკაცია საზღვრის სიახლოვეს.

„იმ რეგიონებში სადაც გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, ჩატარდება წვრთნები. ასევე გაიმართება რეზერვისტების შეკრებაც“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსნებთ, უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი ქერჩის სრუტეში რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ ცეცხლის გახსნა და შემდეგ ამ გემებისა და სამხედროების დაკავება იყო.