პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა დღეს იწყება
პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა დღეს იწყება

პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა დღეს იწყება. ადგილობრივები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები არიან და ამის გამო, საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საშუალებას არ მისცემენ.

მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრების და გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, რომ ჰესები ზიანს არ მოიტანს, მოსახლეობა წინააღმდეგობის გაწევას არ გამორიცხავს. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.