ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიანეთში ხანძარია [ვიდეო]

ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიან რაიონში ხანძარია.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ტყეს სოფელ პსხუში უკიდია. ხანძარი 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბის შეფასება ამ ეტაპზე კვამლის გამო ვერ ხერხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი მიუვალ ადგილებშიც გაჩნდა  აუცილებელი გახდა ავიაციის გამოყენება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ლევ კვიცინია არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის შესაძლოა, რუსეთს მიმართონ.