ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 356 ადამიანს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 76 ადამიანს.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 100 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4581 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 2 490, გარდაიცვალა 47.