ოფიციალურად - ტონი ფერგიუსონი დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეტჯის დაუპირისპირდება (ვიდეო)

დანა ვაიტმა დანაპირები მაინც შეასრულა. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ UFC 249 18 აპრილს შედგება. ხაბიბ ნურმაგომედოვი ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ იღებს. აქედან გამომდინარე ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მსუბუქ წონით დივიზიონში ბრძოლა დროებითი ტიტულისთვუის შედგეს.

ტონი ფერგიუსონის მეტოქე რეიტინგის მეოთხე მებრძოლი ჯასტინ გეტჯი იქნება. ვაიტის თქმით, გამარჯვებული აგვისტოში ან სექტემბერში ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, 18 აპრილს მაყურებელი კიდევ არაერთ ძალიან საინტერესო ბრძოლას იხილავს. მძიმე წონით კატეგორიაში ფრენსის ნგანუსა და ჯაერზინიო როზენსტრუიკის ბრძოლა შედგება. ასევე გაიმართება როუზ ნამაიუნასისა და ჯესიკა ანდრადეს რემატჩი.

ზუსტ ლოკაციას დანა ვაიტი ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა მისი თქმით, უდიდესი ალბათობით ბრძლები კერძო კუნძულზე შედგება, რომელიც 2 თვეა რაც დაკეტილია და იქ ვერავინ შედის. აქედან გამომდინარე, ეს ადგილი კორონავირუსისგან დაცულ ტერიტორიად მიიჩნევა.

UFC 249-ის მთლიანი ქარდი

ფერგიუსონი – გეტჯი

ანდრადე – ნამაიუნასი

ჰარდი – კასტრო

ლუკე – პრაისი

სტეფენსი – კატარი

ნგანუ – როზენსტრუიკი

ჰოლი – ჟაკარე სოუზა

ჰერნანდესი – მორალესი

ვერა – ბორგი

ჯონსონი – ვორთი

ეუბანკსი – მორასი

სპენი – ალვეი