ნინიაშვილის გარღვევებმა ყველაზე დიდი სიამოვნება მოგვანიჭა - Planet Rugby-ს სიმბოლურში ორი ქართველი მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების იტალიასთან ტრიუმფის შემდეგ, „ბორჯღალოსნები“ არაერთმა სარაგბო გამოცემამ გამოარჩია. Planet Rugby-მ კვირის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი შეიყვანა.
15 – დავით ნინიაშვილი
„Planet Rugby-ს რედაქციას 19 წლის დავით ნინიაშვილის გარღვევებმა ყველაზე დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. მისმა ნაკრებმა კი იტალიის წინააღმდეგ სეისმური გამარჯვება მოიპოვა. მისი კონკურენტები ფრედი სტიუარდი (ინგლისი) და რიოჰეი იამანაკა (იაპონია) იყვნენ.“
3 – ბექა გიგაშვილი
„ძლიერ ქართველს იტალიის წინააღმდეგ თავისი ნაკრების შეტევებში შეჯახებების დროს მთავარი როლი ჰქონდა. გიგაშვილი თავის მოვალეობებს ბრწყინვალედ ასრულებდა, განსაკუთრებით შერკინებაში, ის შესანიშნავი იყო. მან შოტლანდიელ ფაგერსონსა და ავსტრალიელ ტანიელა ტუპუს აჯობა.“
გამოცემამ თედო აბჟანდაძე და ბექა გორგაძეც გამოარჩია. 10 ნომრის პოზიციაზე Planet Rugby-მ ახალგაზრდა ქართველს, რომელმაც იტალიელებთან 20 ქულა დააგროვა, ჯონათან სექსტონი ამჯობინა, გოგრგაძის ნაცვლად კი სიმბოლურში ინგლისის ნაკრების ბილი ვუნიპოლა მოხვდა.