NBA-ის დღის ათი საუკეთესო მომენტი და მატჩების სტატისტიკა (ვიდეო)

მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია –

„ფინიქსის“ ცენტრის დეანდრე ეიტონის, „ლეიკერსის” მოთამაშეების ლებრონ ჯეიმსის, ლონზო ბოლისა და ლენს სტივენსონის მძლავრი ჩატენვები, „ჰიუსტონის“ მოთამაშეების ჯეიმს ჰარდენისა და კლინტ კაპელას, აგრეთვე, „ოკლაჰომას“ მოთამაშეების რასელ უესტბრუკის და სტივენ ადამსის ალეი-უპები, „დეტროიტის“ ცენტრის ანდრე დრამონდისა და „ფინიქსის“ მსუბუქი ფორვარდის ჯოშ ჯექსონის დაფარებები, „იუტას“ შემტევი მცველის დონოვან მიტჩელის ფარქვეშ შესვლა.

გასული დღის შედეგები:
ორლანდო-იუტა 96:89 (14:14, 19:21, 22:24, 41:30)
ო: ფურნიე (24, 7 მ), როსი (19), ვუჩევიჩი (15, 19 მ), ოგასტინი (11).
ი: მიტჩელი (24), ფეივორსი (21, 8 მ), რუბიო (15), გობერი (6, 13 მ).

დეტროიტი-ბოსტონი 113:104 (33:33, 24:23, 28:22, 28:26)
დ: გრიფინი (27, 8 მ), დრამონდი (19, 20 მ, 5 დ), ბულოკი (15), გელოუეი (14), ჯექსონი (12), კენარდი (10).
ბ: ირვინგი (26, 8 მ), სმარტი (21, 8 მ), ტატუმი (17, 8 მ), ბეინსი (10).

შარლოტი-ლეიკერსი 100:128 (22:32, 28:25, 17:40, 33:31)
შ: მონკი (19), ბრიჯესი (17), ლემბი (12), ერნანგომესი (11).
ლ: ჯეიმსი (24, 12 მ, 11 პ), მაკგი (19), ბოლი (16, 10 მ, 10 პ, 5 ჩ), კუზმა (14), მიხალიუკი (12), სტივენსონი (11), კოლდუელ-პოუპი (11).

მემფისი-ჰიუსტონი 97:105 (29:36, 11:25, 25:18, 32:26)
მ: კონლი (22), მ. გასოლი (17, 9 მ), გრინი (13), კარტერი (11).
ჰ: ჰარდენი (32, 12 მ, 10 პ), კაპელა (26, 10 მ), გრინი (17), ტაკერი (14, 7 მ), პოლი (10, 10 პ).

სან ანტონიო-ჩიკაგო 93:98 (28:21, 34:22, 16:31, 15:24)
ს-ა: ოლდრიჯი (29, 12 მ), დეროზანი (21), ბელინელი (17), გეი (12).
ჩ: დანი (24, 7 მ), მარკანენი (23, 7 მ), არჩიდიაკონო (12), ლოპესი (10).

ფინიქსი-მინესოტა 107:99 (28:30, 28:28, 29:24, 22:17)
ფ: ბუკერი (28, 7 მ, 7 პ), უორენი (21), ეიტონი (18, 12 მ), ბრიჯესი (12).
მ: თაუნსი (28, 12 მ), როუზი (25), შარიჩი (15, 11 მ), უიგინსი (14), ტიგი (10, 11 პ).

ოკლაჰომა-კლიპერსი 110:104 (30:25, 31:25, 25:19, 24:35)
ო: ჯორჯი (33, 7 მ), გრანტი (18), ადამსი (16), უესტბრუკი (13, 9 მ, 12 პ, 6 ჩ), დიალო (10).
კ: გალინარი (28, 7 მ), ჰარისი (22, 9 მ), ჰარელი (21), ბრედლი (10, 7 მ).