მუსლიუ - ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ თბილისში ყველაფერს გავაკეთებთ
მუსლიუ - ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ თბილისში ყველაფერს გავაკეთებთ

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებმა დღეს დაიწყო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადება, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ელის.

ჩრდილომაკედონიელთა მცველი ვისარ მუსლიუ, რომელმაც გასულ თვეში მხოლოდ კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშა (დანარჩენი ორი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა), აცხადებს, რომ ის და ყველა მისი თანაგუნდელი მზად არის, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მოედანზე თავი დადონ.

„მთავარია, რომ ყველა ჯანმრთელად ვიყოთ და კარგად მოვემზადოთ. ჩვენ ვიცით, რა რთული მატჩი გველოდება და რას მოგვიტანს ის. ამ მომენტს სამი წელი ველოდით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოედანზე დავიხოცებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანოთ”, – თქვა მუსლიუმ.

უნგრული „ჰეფერვარის“ მცველის აზრით, ამჯერად დაპირისპირება წინა ორი მატჩისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ გუნდი ამ გამოწვევისთვის მზადაა: „ჩვენ ორჯერ ვითამაშეთ საქართველოსთან და ორივე მატჩი ფრედ დავასრულეთ. მაგრამ ეს სულ სხვა მატჩი იქნება. ფინალი ყოველთვის რთულია. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ თამაშისთვის მზად ვართ”.