მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 477 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 477 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 477 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 171 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 3,69 მილიონს აღემატება.

შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, სადაც 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა, მეორეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 152 ათასზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი, ევროპა 51 ათასზე მეტი შემთხვევით.

ქვეყნების მიხედვით, შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე კვლავ ინდოეთია, მეორეზე ბრაზილია, მესამეზე კი, აშშ.

გართულებულია მდგომარეობა არგენტინაში, სადაც ვირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა.