მოურინიომ, შესაძლოა, კარიერა შოტლანდიაში გააგრძელოს #1TVSPORT
მოურინიომ, შესაძლოა, კარიერა შოტლანდიაში გააგრძელოს #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, „სელტიკი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ გაზეთმა „სანმა“ დაწერა.

წყაროს ინფორმაციით, შოტლანდიური კლუბი სერიოზულად განიხილავს 58 წლის პორტუგალიელის კანდიდატურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამასთან, „სელტიკში“ ესმით, რომ მოურინიოს ხელფასი შეიძლება გახდეს პრობლემა მის შესაძლო დანიშვნაში.

კიდევ ერთ კანდიდატად განიხილება „ბორნმუთის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ.

„სელტიკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია 24 თებერვლიდან, როცა თანამდებობიდან დაითხოვეს ნილ ლენონი.