„მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ
„მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნების“ ოფისთან ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, „სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ რეპრესიული დევნა დაიწყო“. ადგილზე იმყოფებიან კობა ხაბაზი, გიორგი კაპანაძე, გიგა მაქარაშვილი.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს შსს-ს შენობაში შესვლისა და განცხადების დაწერის საშუალება მისცა, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აღნიშნულს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა.