მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოში 2018 წელს გაორმაგდა
მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოში 2018 წელს გაორმაგდა

მსოფლიოში 2018 წელს მილიარდერების რაოდენობა გაორმაგდა. Oxfam-ის მონაცემებით, ამჟამად პლანეტაზე 2208 მილიარდერია.

ამავე კვლევის მიხედვით, მათი კუთვნილი ქონების ღირებულება საერთო ჯამში, 2018 წელს 12%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ შარშან მილიარდერები ყოველდღე 2,5 მილიარდი დოლარით მდიდრდებოდნენ.

Oxfam-ის მონაცმებით, გასულ წელს მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა გაიზარდა. კერძოდ, დედამიწაზე მცხოვრები 3,8 მილიონი უღარიბესი ადამიანის ქონება 50%-ით შემცირდა.

კვლევის თანახმად, ამჟამად 3,8 მილიარდი უღარიბესი ადამიანის ქონების ტოლფას რესურსებს დედამიწის 25 უმდიდრესი ადამიანი ფლობს.

ანაგარიშის ავტორთა თქმით, ბევრ მდიდარ ქვეყანაში ბოლო წლებში გადასახადები შემცირდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მდიდრებს გადასახადებს არ უწესებენ. Oxfam-ის ცნობით, ასევე შარშან მნიშვნელოვნად შემცირდა მსხვილი კორპორაციებისთვის დაწესებული გადასახადები, ხოლო განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯები ღარიბი მოქალაქეებისთვის გაიზარდა.

მაგალითისთვის ბრაზილიაში, მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 10% უფრო დიდი გადასახადს იხდის, ვიდრე უმდიდრეს 10%-ში შემავალი მოქალაქეები.

ანგარიშის ავტორთა თქმით, მდიდარი ადამიანებისთვის გადასახადის 0,5%-ით გაზრდის შემთხვევაში, დაზოგილი თანხით შესაძლებელი იქნება 252 მილიონი ბავშვის განათლების ხარჯის დაფარვა და 3,3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.