მირიან ნიკოლაძე - ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, არის სამუშაო ვერსია და საზოგადოების გასარჩევი არ არის
მირიან ნიკოლაძე - ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, არის სამუშაო ვერსია და საზოგადოების გასარჩევი არ არის

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე შსს-ში იმყოფებოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებული გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის ცნობილი.

„ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია, ვარკვევ შსს-სთან და საზოგადოების გასარჩევი არ არის. გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, ველოდებით. არც ერთ კონკრეტულ თემაზე მე დღეს არ ვსაუბრობ.

ამირხანაშვილის ახალ ჩვენებაში არ ვერკვევი. ჯერჯერობით ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს. თუ რაიმე პრეტენზია წარმოიშვება, მოგმართავთ და გეტყვით, რომ დაგვეხმაროს ხალხი“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

შსს-ში საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატებიც არიან მისული.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.