მიხეილ სააკაშვილი - მსოფლიო ტენდენციებს აიგნორებს მიდგომა, რომ ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა ვნახოთ მიშას დაგმობით, დროა, დავასხდეთ გამარჯვების ტალღას
დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან და დავასხდეთ გამარჯვების ტალღას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსოფლიო ტენდენციებს აიგნორებს მიდგომა, რომ ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა მიშას დაგმობით ვნახოთ.
„აგერ ყურის ძირში, სომხეთში რუსეთმა ძალიან მწარე დამარცხება განიცადა. უკრაინამ წლის დასაწყისიდან თავისი ტერიტორიის 700 კვ. კილომეტრამდე გაათავისუფლა დამპყრობლებისგან. პუტინს ძალიან უჭირს და ზელენსკის საიდუმლო შიკრიკებს უგზავნის.
ევროპა საბოლოოდ დაირაზმა და ორბანის დამარცხების შემდეგ უკრაინას მთელი დაფინანსება გაეხსნა. ნატო 70 მილიარდს აძლევს თავდაცვა ამერიკელები ღიად გადმოვიდნენ რუსების პოზიციების შევიწროებაზე მთელს რეგიონში.
ასეთი რამე არ მომხდარა რეიგანის შემდეგ. ამასვე ადასტურებს მათი აქტიურობა ჩვენს რეგიონში, თუ ივანიშვილი გააგრძელებს რუსებთან ლოიალობას და აუცილებლად გააგრძელებს, ის ამერიკას მტრად გადაიკიდებს.
აქ კი ისევ ძველებურ პროცესს ვაკვირდებით – ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა მაინც ვნახოთ, მათ შორის, მიშას დაგმობით. ასეთი მიდგომა საერთოდ აიგნორებს მსოფლიო ტენდენციებს. დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან და დავასხდეთ გამარჯვების ტალღას“, – წერს სააკაშვილი.