მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა, მათ ვუთხრა, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა, მათ ვუთხრა, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც

ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა, მათ ვუთხრა, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა.

„დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოს შესახებ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა, მათ ვუთხრა: თავი ზემოთ! ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.