ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. რუსული მედია წერს, რომ თვითმფრინავში ათი ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა. ამასთან, ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო მედიაც. კერძოდ „ბიბისი“ წერს, რომ პრიგოჟინი აღნიშნული ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე