მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა
მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ღამით რუსეთი უკრაინას შვიდი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, რომლიდანაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხუთის ჩამოგდება მოახერხეს.

როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რუსეთმა პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დნეპროპეტროვსკის რეგიონს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია, ხოლო ბელგოროდის ტერიტორიიდან S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით კი – ხარკოვის რეგიონს.

ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსულმა ჯარებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ავდეევკის მიმართულებით.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და დაწინაურდნენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები აგრძელებენ თავდასხმას ბახმუტის სამხრეთით.