მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დღეიდან სააღდგომო მარხვა დაიწყო.

დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს, ტრადიციულად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შენდობის წესი აღავლინა. ილია მეორემ მრევლს შენდობა სთხოვა და მათ ლოცვისკენ, სიკეთის ქმნისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.

პატრიარქმა მარხვის პერიოდში მრევლს შვიდგზის ლოცვების წაკითხვის, ხოლო სასულიერო პირებს ეკლესიაში მცირე აიაზმის შესრულების კურთხევა მისცა.

დიდი მარხვა აღდგომამდე 49 დღით ადრე იწყება და 2 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განმარტებით, მიმდინარე კვირაში ტაძრებში წმინდა ანდრეა კრეტელის კანონი შესრულდება.

დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა.