მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტია, რომლის ინფიცირების წყაროც დადასტურებული არ არის
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტია, რომლის ინფიცირების წყაროც დადასტურებული არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში შიდა გადაცემის გზით ინფიცირებული მხოლოდ სამი პაციენტია მოთავსებული.

თუმცა, ეზუგბაიას განმარტებით, საუბარია ე.წ. მეორეულ გადაცემაზე, ე.წ. მესამეული და მეოთხეული გადაცემით კი ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ ერთი პაციენტი არ მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, ყველა დანარჩენი შემთხვევა შემოტანილი იყო.

„მხოლოდ და მხოლოდ სამი პაციენტი გვყავს ჩვენ ასეთი. 70 პაციენტი გავატარეთ, ყველა პაციენტი არის შემოტანილი და ამ შემოტანილთან ოჯახური, თუ სამეგობროს სახით კონტაქტი. სამი პაციენტია მხოლოდ, რომლის წყაროც ჩვენ არ ვიცით. პრინციპში დაახლოებით ცნობილია, მაგრამ დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიძახით, რომ გვაქვს მეორეული გადაცემა. მესამეული და მეოთხეული გადაცემით ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე არ მკურნალობენ“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.