მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე - საქართველოში არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა, ამას კომენტარები არ სჭირდება
მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე - საქართველოში არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა, ამას კომენტარები არ სჭირდება

კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის, – ასე გამოეხმაურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 728 პაციენტს.

„აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა.  ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.