მარინა ეზუგბაია - არ უნდა ვიყოთ მუდმივად გარეთ, გავაგრძელოთ „კოვიდთან“ ერთად ცხოვრება იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც შევიძინეთ, ნუ დავივიწყებთ
მარინა ეზუგბაია - არ უნდა ვიყოთ მუდმივად გარეთ, გავაგრძელოთ „კოვიდთან“ ერთად ცხოვრება იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც შევიძინეთ, ნუ დავივიწყებთ

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უნარ-ჩვევები კვლავ შეინარჩუნონ.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, მოქალაქეებმა არ უნდა დაივიწყოს უსაფრთხოების წესები.

„ახლა აუცილებელია, შევინარჩუნოთ ის უნარ-ჩვევები, რაც ჩვენ ამ სამი-ოთხი თვის განმავლობაში მივიღეთ, ეს არის დისტანცირება, პირბადეების გამოყენება, თავშეყრის ადგილებთან თავის არიდება და სახლიდან გამოსვლის აუცილებელი მიზეზი. არ უნდა ვიყოთ მუდმივად გარეთ და კონცენტრირებული თავშეყრის ადგილებში. სავალდებულო და აუცილებელი მიზეზი უნდა გახდეს თითოეული ადამიანის გარეთ გასვლის მიზეზი. გავაგრძელოთ „კოვიდთან“ ერთად ცხოვრება იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც შევიძინეთ. ნუ დავივიწყებთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 605-ს შეადგენს.