მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ შევძელით, მოგვემზადებინა პრევენციული რეგულაციები, რომლებიც არც თუ ძალიან მკაცრია შესასრულებლად
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ შევძელით, მოგვემზადებინა პრევენციული რეგულაციები, რომლებიც არც თუ ძალიან მკაცრია შესასრულებლად

ტურისტული ინდუსტრია, როგორც კერძო სექტორი არის ერთ-ერთი თანაავტორი იმ რეგულაციის, რომელიც უკვე საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა გიდებისთვის, სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო ბიზნესისა და სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემშავებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კერძო სექტორის ჩართულობა იყო ძალიან მაღალი.

„კერძო სექტორის ჩართულობა იყო ძალიან მაღალი. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ ერთმანეთს ამ რეგულაციაზე სამუშაოდ. ჩვენ გვქონდა თემატური სამუშაო ჯგუფები შექმნილი სარესტორნო მიმართულებით, განთავსების ობიექტების მიმართულებით, ტურისტული კომპანიები, გიდები, თუ ტურისტული ტრანსპორტი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტურისტული ინდუსტრია როგორც კერძო სექტორი არის ერთ-ერთი თანაავტორი იმ რეგულაციის, რომელიც უკვე გახდა საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. რეგულაციები მნიშვნელოვანი იყო, რათა არ ყოფილიყო ძალიან რთული აღსასრულებლად ან კერძო სექტორისთვის არ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებულად კომერციულად დამაზიანებელი. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ეს არის საერთო პროდუქტი და ასევე ამაყები ვართ, რომ ჩვენ შევძელით, ერთი მხრივ გაგვეკეთებინა რეგულაცია, რომელიც პრევენციულია, მაგრამ ამავდროულად, არც თუ ძალიან მკაცრი აღსასრულებლად“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ 29 მაისს საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, ასევე გამოქვეყნდა რეკომენდაციები ტურისტული ოპერატორებისა და გიდებისთვის; სასტუმროებისთვის და სხვა ტიპის ობიექტებისთვის.