„მანჩესტერმა“ ლინდელოფი შვედეთის ნაკრებში არ გაუშვა
„მანჩესტერმა“ ლინდელოფი შვედეთის ნაკრებში არ გაუშვა

სამედიცინო პროტოკოლის გამო, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოქმედებს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ აუკრძალა თავის ცენტრალურ მცველს ვიქტორ ლინდელოფს შვედეთის ნაკრებში გამგზავრება, რომელსაც ამხანაგური მატჩი ელოდება დანიის ნაკრებთან.

„კორონაირუსის წესების გამო, ხუთი მოთამაშე შოტლანდიიდან და ინგლისიდან ვერ დაგვეხმარებიან დანიასთან ამხანაგურ მატჩში. რობინ ოლსენი, ემილ კრაფტი, ფილიპ ჰელანდერი, ვიქტორ ლინდელოფი და კენ სემი არ გაანთავისუფლეს მათმა კლუბებმა“, – განაცხადა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აღნიშნავენ, რომ ეს ფეხბურთელები შვედეთის ნაკრების განკარგულებაში იქნებიან ერთა ლიგის მატჩებზე ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.